29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
ამ ფულს გამოვიყენებ საპროტესტო აქციებისთვის "პლაშოვკების" შესაძენად - ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში საბანკო რეკვიზიტები გადააგზავნა

ბოიკოტის რეჟიმში მყოფმა ოპოზიციის ნაწილმა პარლამენტში საბანკო რეკვიზიტები გადააგზანა. მას შემდეგ, რაც თემაზე უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ისაუბრა, ინფორმაცია დაადასტურა "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიციის" წევრმა ბაჩუკი ქარდავამ. 

ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, სანამ მას არ შეუწყდება დეპუტატის მანდატი, აპირებს მიიღოს ანაზღაურება, რასაც გაზაფხულზე დაგეგმილი საპროტესტო აქციებისთვის საწვიმრების შესაძენად გამოიყენებს. 

"ერთმანეთში ნუ აურევთ გარკვეულ დოკუმენტაციას და ხელფასის მოთხოვნას, ხელფასი არ მოუთხოვია ბაჩუკი ქარდავას, ბაჩუკი ქარდავა არ არის არალეგიტიმური პარლამენტის წევრი და არც გახდება არასდროს. თუ ძალით ვინმეს ჯიბეში მოხვდება რაიმე თანხა ბიძინა ივანიშვილის წყალობით, ეს ფული აუცილებლად იქნება გამოყენებული საპროტესტო აქციებისთვის,"-განაცხადა მან. 

პარლამენტს ადმინისტრაციაში ხელფასის ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტაცია გაგზავნა "ევროპული საქართველოს" წევრმა ტარიელ ნაკაიძემაც, რომლის განცხადებითაც თანხა საპროტესტო აქციებს მოხმარდება. 

"რამდენიმე დღის წინ მივიღე წერილი პარლამენტიდან, რომლითაც მთხოვდნენ, რომ გამეგზავნა ანგარიშები, რათა ჩარიცხულიყო მასზე ჩემი კუთვნილი ხელფასი, რომელსაც, ვთვლი, რომ წესით არ უნდა ვიღებდე. გადავწყვიტე, რომ ეს ხელფასი მე მიმეღო, არა იმიტომ, რომ წამეღო სახლში, არამედ გამეგრძელებინა უფრო მეტი პოლიტიკური ბრძოლა. ვფიქრობ, უფრო უკეთესი იქნებოდა, იმ ბრძოლაში, რომელშიც ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ დაუღლელად შრომობენ ადამიანები, აქტივისტები, რომელთაც უჭირთ და არ აქვთ საშუალება, რომ უფრო მეტად გააფართოონ მათი ბრძოლა, მე დავეხმარო მათ,"- განაცხადა ნაკაიძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მას ხელფასი ჩაერიცხა, თუმცა, ეს თანხა ქველმოქმედებისკენ მიმართა. 

"როგორც ცნობილია, "ქართული ოცნება" ჯერ არ აპირებს დააკმაყოფილოს ჩვენი განცხადებები პარლამენტიდან გამოსვლის შესახებ, ამიტომ, დეკემბრის თვეში, როგორც მოქმედ დეპუტატ,  დამერიცხა ხელფასის ნაწილი. ჩემი სურვილი და განზრახვა იყო, ისე როგორც მთელი ოპოზიციის, რომ ამ დარიცხული ხელფასით ჩვენი გაჭირვებული მოსახლეობისთვის მოგვეტანა პატარა სიხარული საახალწლოდ,"- განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

დღის ამბები