29 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
რა ცვლილებების შეტანა იგეგმება "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში - დოკუმენტს კიდევ 15-20 მუხლი დაემატება

ამნისტიის შესახებ კანონპროექტს კიდევ 15-20 მუხლი დაემატება. პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კანონპროექტი 44 მუხლს შეეხება, თუმცა, გარკვეული მუხლების გაფართოებაზე მსჯელობა მიმდინარეობს, მათ შორის ნარკოდანაშაულებთან, საგადასახადო და ეკონომიკური ტიპის დანაშაულებთან დაკავშირებით.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე განმარტავს, თუ რა ცვლილებების შეტანა იგეგმება "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში.

"დაბალანსებული მიდგომების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ბალანსისთვის შესაძლებლობა გამოიძებნება, რომ ახალი მუხლები დაემატოს ამნისტიის ჩამონათვალს და ამ მუხლებით განთავისუფლდნენ მსჯავრდებულები, ეკონომიკური დანაშაული, რაც თავდაპირველ რედაქციაში არ იყო.

დიდია მოთხოვნა ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილზე. შეთანხმებასთან ახლოს ვართ, რომ ამნისტიამ ეს დანაშაული მოიცვას, თუმცა არა სრულად, ალბათ, დათქმა დაგვჭირდება და შეიძლება საუბარი იყოს სასჯელის 1/4-ით შემცირებაზე," - განაცხადა მიხელ სარჯველაძემ. 

დღის ამბები