მოსკოვმა ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრა. მას საკუთარი ორგანიზაციებისთვის შემოწირულობის სახით მიღებული თანხიდან 356 მილიონი რუბლის მითვისებაში ადანაშაულებენ.
"გამოძიება ამტკიცებს რომ ნავალნიმ 356 მილიონი რუბლი პირადი მიზნებისთვის დახარჯა, ამგვარად, მოქალაქეებისგან შეგროვებული თანხა გაიფლანგა," - აღნიშნულია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.