29 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ოპოზიციაში აქვთ რაღაცა შიშები, დიდი შანსია, რომ ეს იყოს კომპრომატები, ერთობლივი კორუფციული სქემები - ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ მისი ვარაუდით ოპოზიციის ნაწილზე მეორე ნაწილის მხრიდან ზეწოლა ძველი ვალდებულებების ან კომპრომატების საფუძველზე ხორციელდება. ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის ნაწილის ქცევას სხვა ლოგიკური ახსნა არ მოეძებნება:

"რაც შეეხება საერთო სულისკვეთებას, იქ ჩანს, რომ ვიღაცებს აქვს რაღაც ვალდებულებები "ნაცმოძრაობასთან", "ევროპულ საქართველოსთან", ან ვიღაცას აქვს რაღაცა შიშები. არის შემთხვევები, როდესაც აბსოლუტურად აუხსნელია კონკრეტული პარტიის ქცევა, ან არის ძველი მეთოდები: კომპრომატები, ერთობლივი კორუფციული სქემები და ა,შ. დიდი შანსია, რომ ეს იყოს მიზეზი, როდესაც ლოგიკურად ვერ ხსნი ქცევას, უნდა პარლამენტში შესვლა და ვერ შედის, უნდა რაღაცაზე ხელმოწერა და ვერ აწერს. მე ვარაუდების დონეზე ვსაუბრობ, ეს ბრალდება არაა, სახელს არ გეუბნებით," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში".

დღის ამბები