29 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
ეს არის კრიზისის განმუხტვის ყველაზე ეფექტური საშუალება, პლებისციტს ხომ ვითხოვთ და აგერაა პლებისციტი - ალეკო ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი აცხადებს, რომ მოლაპარაკების გაგრძელება აუციელებელია, რადგან არსებობს შანსი, რომ ოპოზიციამ "ქართულ ოცნებას" სერიოზულ დათმობებზე წამოსვლა აიძულოს. "ღამის კურიერის" ეთერში ალეკო ელისაშვილმა ასევე ისაუბრა მომავალი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების რეალურობის შეფასებაზეც. ოპოზიციის ნაწილი სწორედ პარტია "მოქალაქეების" ლიდერს ადანაშაულებს იმაში, რომ ის ამ საკითხთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებასთან" დამოუკიდებელ მოლაპარაკებებს მართავს.

როგორც ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, ამ იდეასთან დაკავშირებით, რომელზეც საუბარი ოპოზიციურ ჩათებში მიმდინარეობს, მას სრულყოფილი ინფორმაციაც არ აქვს და ტყუილია ის ინფორმაცია, რომ აღნიშნულ იდეაზე მსჯელობა მასსა და მმართველ პარტიას შორის დაიწყო:

"ვერ გავიგე ერთი კვირაა ოპოზიციურ ჩათებში არის რაღაცა აზრი, რაზეც ჩვენ გვლანძღავენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე, შემოდგომაზე, "ქართული ოცნება" თუ აიღებს 48%-ზე ნაკლებს, მაშინ ეს ავტომატურად ჩაითვლება პლებისციტად და დაინიშნება რიგგარეშე არჩევნები. ვერაფრით ვერ გავიგეთ საიდან მოდის, ელჩების იდეაა, რომელიმე ოპოზიციონერის იდეაა თუ "ქართული ოცნების". ეს არის ძალიან მაგარი იდეა და ამის გამო გვლანძღავენ ჩვენ, ამ იდეის გაფუჭება უნდათ, ვერაფრით ვერ წარმომიდგენია, დღეს მე და ლევანი ვჯუჯღუნებდით ოფისში, რომ ჩვენ რატომ არ მოგვივიდა ეს იდეა, რომ ჩვენი ინიციატივით ყოფილიყო. ეს არის კრიზისის განმუხტვის ყველაზე ეფექტური საშუალება. ორი რამ მაინტერესებს, ერთი რომ პლებისციტს ხომ ვითხოვთ და აგერაა პლებისციტი. თვითმმართველობის არჩევნებზე 48% თუ კიდე აიღო "ქართულმა ოცნებამ", მაშინ დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ, რას დავდივართ სტუდია-სტუდია. თუ "ქართული ოცნების" იდეაა, ძალიან კარგია თუ ამაზე წამომსვლელები არიან, მოლაპარაკების მაგიდაზე არ გაგვიგია ასეთი ამბავი. მეორე - მაინტერესებს ოპოზიციაში ამის საწინააღმდეგო რა ექნებათ. ესეც თუ არ მოგწონს, ესე იგი შარზე ხარ და გინდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაურეკოს სააკაშვილს ან ბოკერიას და უთხრას, რომ მოდი, გადაიბარე ძალაუფლება,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები