29 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
არც ელჩების და არც ოპოზიციის მხრიდან ასეთი იდეა არ გამოთქმულა - ირაკლი კობახიძე თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით რიგგარეშე არჩევნების ჩატარების იდეაზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ფასილიტატორი ელჩებისგან ოპოზიციასთან მოლაპარაკების პროცესში რაიმე კონკრეტული ინიციატივა არ წამოსულა. 

საკითხი ეხება იდეას, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობის არჩევნების შედეგები ავტომატურად პლებისციტად ჩათვლილიყო და თუ "ოცნება" 48%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებდა, ხელახალი არჩევნები ავტომატურად დანიშნულიყო. 

მისივე თქმით, ამგვარი იდეა მოლაპარაკების არცერთ რაუნდზე არც ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულა. 

"მე ვერ გეტყვით ეს ვისი იდეაა, გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკების არცერთ რაუნდზე ეს იდეა არ გამოთქმულა. აქ ელჩებზე იყო საუბარი და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ისინი, ზოგადად, ინიციატივებით არ გამოდიან, ისინი არიან ფასილიტარტორები და ისინი ინიციატივის უფლებას უთმობენ მხარეებს. ინიციატივებით გამოდიან მხარეები. არც ელჩების და არც ოპოზიციის მხრიდან ასეთი იდეა არ გამოთქმულა. 

რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს - ის ლოგიკურად შეიძლება მხოლოდ არჩევნების გაყალბებას უკავშირდებოდეს. ჩვენ ამიტომ ვამბობთ, თუ გადაამოწმებენ და ნახავენ, რომ გაყალბება მართლა იყო და მეტნაკლებად არსებითი იყო, 1%-იც კი თუ აღმოჩნდება იქ გადახრა, ჩვენ ვნიშნავთ რიგგარეშე არჩევნებს, ამის გადამოწმება ნებისმიერ დროს შეიძლება,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები