29 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
წინა წლებზე მეტი და პანდემიამდე არსებულ ვერსიაზე ნაკლები - ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია. წინა წლებზე მეტი და პანდემიამდე არსებულ ვერსიაზე ნაკლები - კორონავირუსმა კორექტივები 2021 წლის ბიუჯეტშიც შეიტანა. ახლა სწორედ პოსტპანდემიური პერიოდია მთავარი გამოწვევა. როგორ მოხდება ინვესტიციების მოზიდვა, ტურიზმის აღდგენა და ადრე დაგეგმილ პარამეტრებზე დაბრუნდება - პარლამენტში დღეს ყველა ამ საკითხზე იყო საუბარი. 

ვალი, რომელიც დანიშნულ 60 პროცენტიან ზღვარს გადაცდა, ერთ-ერთი ის საკითხი იყო, რამაც დეპუტატების ყველაზე დიდი ინტერესი გამოიწვია. კანონმდებლები ვალთან ერთად საბიუჯეტო დეფიციტის შემცირების პერსპექტივითაც დაინტერესდნენ. ფინანსთა მინისტრმა თემაზე ვრცელი პრეზენტაცია წარადგინა, რამდენიმე ვერსიით. მთავრობის ამბიციაა, რომ ვალი 50 პროცენტიან ნიშნულს, საბიუჯეტო დეფიციტი, კი, რომელიც 7,6 მეათედი პროცენტითა არის განსაზღვრული, 3 პროცენტიან მაჩვენებელს დაუბრუნდეს. თუმცა, კრიტიკული მონაცემების შემცირებას საკუთარი ფასი აქვს.

უმრავლესობის წევრები იმითაც დაინტერესდნენ, როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ უცხოური ინვესტიციები პოსტპანდემიურ პირობებში. ვინ შეასრულებს მთავარი როლს ეკონომიკის აღდგენისას? რა გეგმა აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას ტურიზმთან დაკავშირებით.

ქვეყნის მთავარი ფინანსურ დოკუმენტზე კენჭისყრა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე ოპოზიციის გარეშე გაიმართა. თუმცა, ბიუჯეტი ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიების კრიტიკის ობიექტი მაინც გახდა. მმართველ გუნდში ოპონენტები ფინანსურ გეგმას, რომლითაც ქვეყანამ ერთი წელი უნდა იცხოვროს, გამოწვევებთან შეუსაბამოს უწოდებენ. ოპოზიცია "ქართულ ოცნებას" ფინანსების საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მორგებაში ადანაშაულებს.

მმართველი გუნდი 15 პროცენტით გაუფასურებული ლარის, გაზრდილი უმუშევრობისა და ვალების, ასევე შემცირებული კაპიტალური დანახარჯების ფონზე მომავალ წელს, როგორც თვითონვე ამბობენ, ილუზიებით არ ხვდება. არ ელოდებიან პანდემიურ პერიოდში ინვესტორების განსაკუთრებულ ინტერესს. მზარდი რისკების ფონზე არც საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილებებს გამორიცხავენ. თუმცა, ამბობენ, რომ ფინანსურ გეგმა, რომელსაც მხარი დაუჭირეს, ყველაზე ოპტიმალურია

კონკრეტული რეკომენდაციები აქვთ ხელისუფლებასთან ეროვნული ბანკსა და აუდიტის სამსახურს.

დღის ამბები