29 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
"ყველაფერი მწყობრში ჩადგება, ოღონდ შედით პარლამენტში" - თაკო ჩარკვიანის თქმით, ხელისუფლებისგან მეუღლის ბიზნესთან დაკავშირებით კორუფციული შეთავაზება მიიღო

თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მას 3-ჯერ შეხვდნენ და ერთ-ერთ შეხვედრაზე საუბარი კორუფციულ შემოთავაზებას შეეხებოდა. ჩარკვიანის თქმით, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირებმა მას შესთავაზეს, რომ თუ ის პარლამენტში შევიდოდა, მისი მეუღლის ჯონი გიგანის ბიზნესი მწყობრში ჩადგებოდა. 

განცხადება ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა "დღის კურიერში" სტუმრობისას გააკეთა. 

"ხელისუფლებასთან ძალიან დაახლოებულ პირებთან იყო სულ სამი შეხვედრა. აქედან ერთი ჟარგონით რომ ვთქვა, "გვაბამდნენ", ღიმილის მომგვრელი იყო. პირდაპირი მნიშვნელობით იყო კორუფციული შემოთავაზება. დიდ ბიზნესზე როცა არის საუბარი, ჩემი მეუღლიდან გამომდინარე, როცა შენ ყველაფერს გიბლოკავენ ამ 8 წლის განმავლობაში... არასოდეს ამაზე არ მისაუბრია, როდესაც ძალიან წესიერ და ნორმალურ ბიზნესმენს აყენებენ ისეთ მდგომარეობაში, კუთხეში და მერე მოგაკითხავენ, 8 წლის თავზე და გეტყვიან, რომ შენი ყველაფერი მწყობრში ჩადგება, ოღონდ შედით პარლამენტში. მე გული იცით რატომ დამწყდა, მე მართლა ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ დონეზე არ იცნობდნენ ჩვენს ოჯახს, გაოცებული ვარ, ამას სჭირდება ელემენტარული ფსიქოლოგი და ჯანსუღის კარგად ცოდნა, რომ მიმხვდარიყვნენ ვინ გაზარდა ჩემი და მამუკას სახით, არაფერი რომ არ ვთქვა ჩემს მეუღლეზე... ბოლო შეხვედრა დაახლოებით 10 დღის წინ შედგა. პირობა იყო პარლამენტში შესვლა ჩემი, ალბათ გიორგი ვაშაძის დათანხმებაც, ვერ გეტყვით, ჩემთან გიორგიზე საუბარი არ იყო, ძირითადად ჩემთან და ჩემს მეუღლესთან იყო. არ ეკადრებათ რასაც აკეთებენ 8 წლის განმავლობაში. არ ეკადრებათ შევიწროება ასე ადამიანების. ლუკმა პურის ფული ჩემს სახლში სულ იქნება, ამ ტიპის კაცია ჩემი მეუღლე, ქვაზეც დასახლდება. დანგრეული აქვს ყველაფერი, თუ რამე არსებობს მისი ბიზნესიდან, ყველაფერი გაუნადგურეს. წინა ხელისუფლების ოპოზიციაშიც ვიყავი და მაშინ არ უკადრებიათ, რაც ახლა ხდება, ჩუმად, წყნარად. 

მე პოლიტიკაში შემოვედი მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ წესიერად ვაკეთო საქმე, ჩემი მანდატი წესიერად მოვახმარო ხალხს. გაყალბებულ პარლამენტში მე არაფერი არ მესაქმება და არაფრით არ შევალ," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "დღის კურიერში" სტუმრობისას. 

დღის ამბები