29 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ჩაიშლება თუ არა რაგბის კავშირის არჩევნები და ვინ ახდენს ზეწოლას კლუბებზე - პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ხვალ, 30 დეკემბერს უნდა გაიმართოს. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, კლუბების წარმომადგენლებმა საგანგებო ბრიფინგზე ზეწოლაზე ისაუბრეს და კონკრეტული გვარებიც დაასახელეს. ისინი ამბობენ, რომ მაღალჩინოსნებს საანგარიშო ყრილობის ჩაშლა სურთ.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატიდან იბრძვის. გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე, რომლებიც, ამ დრომდე, დაპირისპირებულები იყვნენ, დღეს ერთ პოზიციაზე არიან. ორივე მათგანი 30 დეკემბერს ყრილობის ჩატარების მომხრეა. ამ დრომდე, აბუსერიძე კავშირის ყოფილ პრეზიდენტს თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში და მიწის ნაკვეთების გასხვისებაში ადანაშაულებდა.

კიდევ ერთი კანდიდატი ბაჩო ხურციძე კი, ხვალინდელი ყრილობის არალეგიტიმურობაზე საუბრობს და მასში მონაწილეობას არ აპირებს.

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები უკვე რამდენჯერმე, სხვადასხვა მიზეზით გადაიდო. 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები