29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
ხელისუფლება გაზრდილი კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას გეგმავს, ოპოზიცია კი ტარიფის გაძვირებას მმართველი გუნდის არასწორ პოლიტიკას უკავშირებს 

დენისა და წყლის ოფიციალურად გაძვირების პარალელურად, აღმასრულებელი ხელისუფლების ინიციატივაც ცნობილი გახდა. გადაწყდა, რომ 2021 წელს აბონენტებისთვის, რომლებიც 300 კილოვატამდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, დღევანდელსა და გაზრდილ ტარიფს შორის სხვაობის სუბსიდირება მოხდება. დენის ტარიფის ნაზარდი 50%-ით დაუფინანსდებათ საკვები პროდუქტების მწარმოებელ ადგილობრივ კომპანიებსაც, რაც, მთავრობის მტკიცებით, ფასების შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება - ასე აფასებენ მთავრობის გადაწყვეტილებას ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ხელისუფლების ოპონენტები. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კომუნალური გადასახადი ხელისუფლების არასწორმა პოლიტიკამ გააძვირა, რაც ისევ ხალხის ფულით სუბსიდირდება.

ოპოზიციის საპასუხოდ უმრავლესობაში განმარტეს, რომ ტარიფის ცვლილება პანდემიამ და მისგან გამომდინარე ეკონომიკურმა მდგომარეობამ გამოიწვია. მმართველი გუნდის თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობა სწორედ სუბსიდირებაში გამოიხატა.

დღის ამბები