29 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
თუ "ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე აიღებს 48 პროცენტს, ამ არჩევნების რეაბილიტაცია მოხდება, წაგების შემთხვევაში წავიდეთ სერბულ მოდელზე - იაგო ხვიჩია

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია "დღის კურიერში" გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ალეკო ელისაშვილი "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებებს მართავს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და ამ მოლაპარაკებაზე საუბარი მიდის იმაზე, რომ თუ "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებზე 48% აიღებს, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებიც რეალურია და არ გაყალბებულა.

იაგო ხვიჩია ამ იდეას კონსტრუქციულს და სამართლიანს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს თემა უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს:

"მე სხვა ინფორმაცია მაქვს, მე ვიცი, რომ ეს იდეა, რომელიც დღეს დაბრალდა ალეკო ელისაშვილს, თითქოს ის ამაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს ხელისუფლებასთან, ჩემი ინფორმაციით, რომელიც ჭორ-მართლის ნარევია, შეიძლება წყარო ვერ გითხრათ, ზოგადად ეს იდეა მოდიოდა ფასილიტატორებისგან, სადაც იყო ასეთი შემოთავაზება, რომ ეს მიებას ადგილობრივ არჩევნებს, თუ არჩევნებს მოიგებს "ქართული ოცნება", მაშინ გასაგები გახდება, რომ ამ არჩევნების რეაბილიტაცია მოხდებოდა. თუ ხელისუფლებამ წააგო არჩევნები, მაშინ წავიდეთ სერბულ მოდელზე, რომელიც იყო ფასილიტატორების გეგმა მაგიდაზე, ბატონი კარლისგან მოვისმინე პირველად. ეს ინფორმაცია მუსირებდა პოლიტიკურ სივრცეში, ვიცოდით ამ იდეის არსებობის შესახებ. მე ძალიან მომწონს ეს საკითხი, ვფიქრობ, რომ ფასილიტატორების შეთავაზება არის ძალიან კონსტრუქციული და სამართლიანი," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ

დღის ამბები