29 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
ამირან გამყრელიძეს ამ ეტაპზე კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება და სახლის პირობებში აგრძელებს თვითმონიტორინგს - NCDC

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამირან გამყრელიძის COVID-19-ით ინფიცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამირან გამყრელიძეს ამ ეტაპზე კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება და სახლის პირობებში თვითმონიტორინგს აგრძელებს.

ამასთან, NCDC-ის ცნობით, გამყრელიძეს COVID-19 მორიგი რეგულარული PCR კვლევით დაუდასტურდა.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ადასტურებს, რომ მის ხელმძღვანელს ბატონ ამირან გამყრელიძეს დღეს შუადღეს მორიგი რეგულარული PCR კვლევით დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

ამ ეტაპზე კორონავირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნება. ის გადავიდა თვითიზოლაციაში და სახლის პირობებში აგრძელებს თვითმონიტორინგსა და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები