29 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
საზოგადოება ლეგენდარულ ტელეწამყვანს ემშვიდობება - ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა

საზოგადოება ლეგენდარულ ტელეწამყვანს ემშვიდობება. ჯულიეტა ვაშაყმაძე 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჯულიეტა ვაშაყმაძე საქართველოს პირველ არხზე ტელევიზიის დაარსების დღიდან მუშაობდა. 

1958 წლიდან იყო არაერთი მნიშვნელოვანი პოზიცია, სადაც ჯულიეტა ვაშაყმაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა და განსაკუთრებული კვალი დატოვა. იყო პროგრამების ხელმძღვანელი, ლიტერატურული, სამეცნიერო, საბავშვო, თეატრალური თუ ხელოვნების ამა თუ იმ დარგისადმი მიძღვნილი გადაცემების წამყვანი, ტელეგადაცემების ავტორი. წამყვანი, რომელიც თითქმის ყველა ტექსტს ზეპირად, სუფლიორის გარეშე კითხულობდა.

ტელეწამყვანი, რომელიც პროფესიით არქიტექტორი იყო, კიდევ ერთ ახალ პროფესიას დაეუფლა. ჯულიეტა ვაშაყმაძე იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობი. მისი კინოარქივი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან კინოსურათს აერთიანებს.

დღის ამბები