29 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
მადლობა და ნახვამდის "ევროპულ საქართველოს" - ელენე ხოშტარიასა და პარტიის პოლიტიკური გზა გაიყო

ელენე ხოშტარიასა და "ევროპული საქართველოს" პოლიტიკური გზა დღეს გაიყო. თანაპარტიელებთან ოფისში იმის სათქმელად მივიდა, რომ მიდის. მედიასთან კი პარტიის დატოვების მიზეზად ის დაასახელა, რომ სურს ბრძოლა დამოუკიდებლად გააგრძელოს.

გამორიცხა შიდა პარტიული დაპირისპირება, თუნდაც პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე. თქვა ისიც, რომ ქმნის პარტიას და ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას ძველი პოლიტიკური პოზიციებით იწყებს.

ელენე ხოშტარია მეცხრე მოწვევის პარლამენტის კანონმდებელია, თუმცა პოლიტიკურთან ერთად საზოგადოებრივი აქტივიზმიც არ შეუწყვეტია.

2020 წლის არჩევნებზე ვაკის მაჟორიტარობისთვის გაერთიანებული ოპოზიციის სახელით იბრძოდა და მეათე მოწვევის პარლამენტში "ევროპული საქართველოს" სიით მოხვდა, თუმცა მან სადეპუტატო მანდატზე საჯაროდ უარი თქვა.

დღის ამბები