მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 81 მილიონს გადააჭარბა, გამოჯანმრთელდა 57 მილიონი ადამიანი.
ამ დროისთვის აქტიური შემთხვევების რაოდენობა 22 მილიონს აჭარბებს. ბოლო სამ თვეში "კოვიდ-19-ის" ლეტალობის მაჩვენებელი 1 პროცენტიდან 3 პროცენტამდეა გაზრდილი.
მსოფლიოში მკაცრმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო, უკვე მეორე დღეა, ინფიცირებულთა რაოდენობა ნახევარ მილიონს ჩამოსცდა.
შემცირდა ლეტალობის მაჩვენებელი, თუმცა "კოვიდ-19-ის" მუტაციური ფორმები მსოფლიოში ფართოდ ვრცელდება, პორტუგალიასა და სამხრეთ კორეაში ახალი შტამის ვირუსი გაერთიანებული სამეფოდან ჩასულმა მოქალაქეებმა გაავრცელეს.
ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი