29 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
ზამთრის კურორტებზე მოქმედ ტურისტულ ობიექტებს ნოემბერში და დეკემბერში საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება მომდევნო წლის ზაფხულისთვის გადაუვადდება - ბექა ლილუაშვილი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ტურისტული სექტორი 2021 წლის ქონების გადასახადისგან თავისუფლდება. როგორც "დღის კურიერში" ლილუაშვილმა აღნიშნა, ყველა ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირისთვის იხსნება გადავადებული საშემოსავლო გადახდის ვალდებულება. 

"2021 წლის ქონების გადასახადის ვალდებულებისგან თავისუფლდება მთლიანად ტურისტული სექტორი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ტურისტული სექტორისთვის, ანუ ყველა ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი იურიდიული პირისთვის იხსნება იმ გადავადებული საშემოსავლო გადახდის ვალდებულება, ე.წ. ჩამოწერა ხდება, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, საშემოსავლო გადასახადი გადაუვადდა ტურისტულ სექტორს 4 თუ 5 თვით, თუ სწორად მახსოვს და ამ ვალდებულების ჩამოწერა ხდება.

ხოლო, რაც შეეხება უშუალოდ ზამთრის კურორტებს, ეს არის დაბა ბაკურიანი, სოფელი გუდაური, კურორტი გოდერძი, დაბა მესტია - ამ ტერიტორიებზე მოქმედ ყველა ტურისტულ ობიექტს, მათ ეხსნებათ ნოემბერში და დეკემბერში საშემოსავლო გადასახადის ვალდებულება, ანუ გადავადდება ეს ვალდებულება მომდევნო წლის ზაფხულისთვის დაახლოებით,“ - ამბობს ბექა ლილუაშვილი.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმითვე, შეღავათები ორიენტირებულია იმაზე, რომ თითოეულ საწარმოსა თუ კომპანიაში დასაქმებულმა ადამიანმა სამუშაო ადგილი შეინარჩუნოს.  

"ცვლილებები შეღავათების სახით, ჯამურად ეს დაახლოებით არის 400 მილიონ ლარამდე დანაკლისი ბიუჯეტისთვის და შეღავათი სექტორისთვის და ამავდროულად, მთლიანი ეს მოცულობა თანხების, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მიმართულია იმისკენ, რომ თითოეულ საწარმოში, თითოეულ ბიზნესში, ტურისტულ კომპანიაში დასაქმებულმა მოქალაქემ შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი და ბიზნესს არ მოუწიოს საგადასახადო ვალდებულებები გაისტუმროს დასაქმებულების ხარჯზე,“ - აცხადებს ბექა ლილუაშვილი. 

დღის ამბები