29 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ტარიფის გაზრდა დამატებითი ტვირთი იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის - ბექა ლილუაშვილი

ტარიფის გაზრდის შემთვევაში, ეს იქნება დამატებითი ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს ფაქტია და შეუძლებელია ამის უარყოფა - განცხადებს უმრავლესობის წევრმა ბექა ლილუაშვილმა "დღის კურიერში" გააკეთა,

"უპრეცენდენტო მასშტაბის კრიზისთან გვაქვს საქმე. ბოლო ასწლეულის მანძილზე მსგავსი ტიპის ეკონომიკური კრიზისი არ ყოფილა არსად. ეს არის გლობალური გამოწვევა და გვესმის ჩვენი მოქალაქეების, ვინც პანდემიის შედეგად სამსახური და შემოსავალი დაკარგა. სწორედ იმიტომ აკეთებს მთავრობა იმას, რასაც აკეთებს. რა თქმა უნდა, ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, ეს იქნება დამატებითი ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისთვის, ეს ფაქტია და შეუძლებელია ამის უარყოფა. 

პანდემია გინდ ყოფილიყო გინდ არა, სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა, განვითარებისკენ მივდივართ და ნებისმიერი ტარიფის ზრდა, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს ტვირთად აწვება. დღეის მდგომარეობით, ასეთი ტვირთის დაწოლის საფრთხე არ არსებობს, რადგან 1 მილიონ 200 ათას აბონენტზე, კომუნალური გადასახადების სუბსიდირება ხდება მთავრობისგან,"-აღნიშნა "დღის კურიერში" ბექა ლილუაშვილმა. 

დღის ამბები