ვროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა Brexit-ის შემდეგ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შორის ვაჭრობასა და თანამშრომლობაზე შეთანხმებას მწვანე შუქი აუნთო. ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის პრესმდივანმა სებასტიან ფიშერმა განაცხადა.
24 დეკემბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა კომპრომისს მიაღწიეს Brexit-ის შემდეგ პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ტექსტზე. შეთანხმება ითვალისწინებს სავაჭრო ურთიერთობებს კვოტებისა და ტარიფების გარეშე, ერთმანეთის ტერიტორიაზე, საზღვაო და საჰაერო სივრცეებზე შეუზღუდავ წვდომასა და საზღვაო რესურსებზე დაბალანსებულ წვდომას.