29 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
ადამიანს უნდა იბრძოლოს მარტომ, ის ერთ-ერთი წინა ხაზის მებრძოლია, დანარჩენში მე პრობლემას ვერ ვხედავ - გიგი უგულავა ელენე ხოშტარიაზე

”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” გენერალური მდივანი გიგი უგულავა "ევროპულ საქართველოში" რაიმე უთანხმოებას გამორიცხავს და ამბობს, რომ ელენე ხოშტარიას ბრძოლის მარტო გაგრძელება უნდა და მას ამის უფლება აქვს. 

გიგი უგულავას თქმით, ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლის მიზეზი შიდაპარტიული უთანხმოება არ ყოფილა. ელენე ხოშტარიასა და "ევროპული საქართველოს" სხვა ლიდერებს შორის უთანხმოების შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. 

"მე მგონი, რომ ელისაშვილი საერთოდ ჯეკპოტს ხსნის. ახლა ოპოზიციური პარტიების შიგნით რა ხდება, მაგაზეც ჭორაობა თუ დაუწყია, კარგად ჰქონია საქმე. ადამიანს უნდა, რომ იყოს მარტო და იბრძოლოს მარტომ და ამის უფლება მას აქვს. ის ერთ-ერთი წინა ხაზის მებრძოლია და ასეთად დარჩება, დანარჩენში მე პრობლემას ვერ ვხედავ,“ - ამბობს გიგი უგულავა.

ელენე ხოშტარიას წარმატებები უსურვა "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ. 

"არ დავმალავ, რომ ვისურვებდი, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიეღო ელენეს, არა მარტო პერსონალური ურთიერთობის გამო, არამედ პოლიტიკურადაც. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გარდა პერსონალური ურთიერთობისა, პოლიტიკური შეხედულებებითაც, ამ გადაწყვეტილების შემდეგაც, "ევროპულ საქართველოსთან" ალბათ ყველაზე უფრო ახლოს მდგომი ფიგურა იქნება და ამიტომ, მას ვუსურვებ წარმატებებს,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.   

დღის ამბები