29 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
უკრაინამ "რუსულ სამყაროსთან" კავშირები საბოლოოდ გაწყვიტა - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის.

"უკრაინა არასდროს გასცდება ორ ფუნდამენტურ პრინციპს. უკრაინა ყირიმსა და დონბასზე უარს არასდროს იტყვის. უკრაინა განაგრძობს თავის გზას, როგორც ევროპული ქვეყანა, როგორც დასავლეთის ნაწილი, ვინაიდან უკრაინამ "რუსულ სამყაროსთან" კავშირები საბოლოოდ გაწყვიტა. უკრაინის სვლა ევროატლანტიკური დასავლეთისკენ შეუქცევადია," - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დმიტრო კულებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაა საჭირო.

დღის ამბები