29 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
რა შუაშია 2022 წელი და რატოა საუბარი სერბულ მოდელზე ვერ მივხვდი - გურამ ჩალაგაშვილი

"გამარჯვებული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა თავისი აზრი იმ ფორმით გამოთქვა, რა ფორმითაც უნდოდა.

როგორც ჩალაგაშვილი აღნიშნავს, სერბულ მოდელზე განაწყენება არაფერ კავშირშია და ოქრუაშვილის პოზიციას თავადაც ეთანხმება.

"განაწყენება არაფერ შუაშია. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ირაკლიმაც გამოთქვა თავისი აზრი, რასაც ვეთანხმები.

ჯერ ერთი, ვთქვათ ის, რომ არავითარ 2022 წელზე საუბარი არ ყოფილა ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ მეხუთე რაუნდზე ისინი რა წინადადებით მოვლენ არავინ არ იცის.

ქვეყანა როგორ გამოვა ამ ეკონომიკური კრიზისიდან არავინ იცის და ქვეყანა უკან-უკან მიდის. არანაირ 21-22-23 წლებზე და ვაჭრობაზე საუბარი არ უნდა იყოს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაუყოვნებლივ სწრაფად უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები, რომელსაც ჩაატარებს ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია.

რა შუაშუა აქ 2022 წელი და რატოა საუბარი სერბულ მოდელზე ვერ მივხვდი,"-აღნიშნა გურამ ჩალაგაშვილმა.

დღის ამბები