29 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პირველ რიგში, "ფაიზერისა" და "ბიოტექის" მიერ შემუშავებული პრეპარატი იმ რეგიონებში გადანაწილდა, სადაც ეპიდვითარება განსაკუთრებით მძიმეა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ვაქცინაციის დღეებს ერთიანობის ამაღელვებელი მომენტი და ევროპის წარმატების ისტორია უწოდა.

ევროკავშირის მოსახლეობა 450 მილიონს შეადგენს. ინფიცირებულთა რაოდენობა კი 16 მილიონია.

ავტორი: შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები