თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობაში ბრალდებულ თელავის კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილე ვანო ზანდარაშვილის სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება, თელავის რაიინულის სასამართლოს მოსამართლე მარინა ცერცვაძემ ცოტახნის წინ გამოაცხადა.
ვანო ზანდარაშვილის წინააღმდეგ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებუს მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიების ინფორმაციით, 2020 წლის 25 დეკემბერს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს - ვანო ზანდარაშვილსა და ზურაბ საჩიშვილს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ, რა დროსაც ზანდარაშვილმა შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურაბ საჩიშვილს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა, რომელიც მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ასევე ვანო ზანდარაშვილის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში თელავის მერიის მაღალჩისანს, ლევან ბერძენაშვილს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შმეთხვევაში, ვანო ზნდარაშვილს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.