ბელარუსში კვლავ ანტისამთავრობო მსვლელობები მიმდინარეობს. აქცია მინსკის გარდა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც იმართება.
მოსახლეობა ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს აპროტესტებს და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვს.
დედაქალაქში დილიდან მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა. აქციებზე დაკავებები გრძელდება.