29 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
რეალურად გვაქვს შანსი ვაქცინაცია დავიწყოთ უფრო ადრე, ვიდრე ეს წინასწარ იყო დაანონსებული - თამარ გაბუნია

როდის უნდა ველოდოთ ვაქცინას საქართველოში, რა ეტაპზეა და ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ქართული მხარე - რამდენიმე წუთის წინ "კურიერთან" კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, თამარ გაბუნიამ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეაფასა. 

"ის, რომ ჩვენ რეალურად გვაქვს შანსი ვაქცინაცია დავიწყოთ უფრო ადრე, ვიდრე ეს წინასწარ იყო დაანონსებული, ამისი რეალური შესაძლებლობები არსებობს და მიდის აქტიური კონსულტაციები ქვეყნებთან, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და იმ მიმწოდებლებთან, ვინც შეიძლება გახდეს ჩვენთვის ვაქცინის წყარო. მთავარი პირობა აქ რა თქმა უნდა იქნება ვაქცინის აღიარება მარეგულირებელი ორგანოების მიერ ისეთ ქვეყნებში, რომელთაც აქვთ ძალიან სანდო და მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩოები მსგავსი ტიპის ვაქცინების დანერგვისთვის," - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღის ამბები