ბელგიის ერთ-ერთ მოხუცებულთა თავშესაფარში, სანტა კლაუსის ვიზიტის შემდეგ, 18 ხანდაზმული კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ გამოცემა "სანი" წერს.
გამოცემის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებულმა სანტამ მოხუცთა თავშესაფრები დეკემბრის დასაწყისში მოინახულა.
გავრცელებული ინფორმაციით, სანტამ არ იცოდა, რომ COVID-19-ით იყო დაინფიცირებული. საერთო ჯამში, სანტას ვიზიტის შემდეგ, მოხუცებულთა თავშესაფარში კორონავირუსით დაახლოებით 121 მაცხოვრებელი და 36 თანამშრომელი დაინფიცირდა. ის ფაქტი, რომ მაცხოვრებელი და სამედიცინო პერსონალი სანტა კლაუსისგან დაინფიცირდნენ, ოფიციალურად არ დასტურდება.