29 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა 2020 წელი შეაჯამა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა "მოქალაქეებისადმი მთავრობის ანგარიშის" ფარგლებში 2020 წელი შეაჯამა და საზოგადოებას ის პროექტები გააცნო, რაც უწყებამ მიმდინარე წელს განახორციელა.

მინისტრის განცხადებით, უმაღლეს სასწავლებლებს, რომლებიც "კოვიდ-19"-ის გამო დისტანციურ ფორმატზე გადავიდნენ, სამინისტრომ ონლაინ პლატფორმები პანდემიის დაწყებისთანავე გაუზიარა.

მათი რეკომენდაციით დაწესდა სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკა. გაიხსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის იდეის ავტორი ბიძინა ივანიშვილია.

დღის ამბები