29 ნოემბერი 2024,   02:54
ვრცლად
რაგბის კავშირი პრეზიდენტს 30 დეკემბერს აირჩევს

რაგბის კავშირი პრეზიდენტს 30 დეკემბერს აირჩევს. უთანხმოების შემდეგ, რომელიც პარასკევს მოხდა, გამგეობამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ორი დღის წინ სხდომა ორი კანდიდატის გარეშე მოიწვიეს, დღეს კი ჩანიშნეს შეხვედრა, რომელზეც თარიღის გადაწევაზე უნდა ემსჯელათ.

გადაწყვეტილებას კლუბების პროტესტი მოჰყვა. დღეს სხდომა აღარ გაიმართა, შესაბამისად, არჩევნებიც სავარაუდოდ დანიშნულ დროს ჩატარდება.

რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობა უკვე ორჯერ ჩაიშალა.

მესამედ გადადებას პრეზიდენტობის სამი კანდიდატიდან ორი: გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე ეწინააღმდეგებოდნენ.

კიდევ ერთი კანდიდატი ლაშა ხურციძე კი აცხადებდა, რომ არჩევნების ჩატარებამდე უნდა განესაზღვრათ, რომელ დელეგატებს ექნებოდათ ხმის უფლება.

დღის ამბები