29 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
ენმ-ს ელექტრონულად არჩეულ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, პარტიის ყრილობა დღეს 18:00 საათზე დაამტკიცებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სოციალური ქსელში, ელექტრონულად არჩეულ თავმჯდომარეს ნიკა მელიას, პარტიის ყრილობა დღეს, 18:00 საათზე დაამტკიცებს. 

"ყრილობა დაამტკიცებს ელექტრონულად არჩეულ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას და ეს იქნება დასაწყისი იმ დემოკრატიული პროცესებისა, რომლისთვისაც პარტიამ დაამტკიცა, რომ არის მზად და ეს დამტკიცება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ მომხრეებს ელექტრონულად, სოციალურ ქსელში მივეცით საშუალება თავად გადაწყვიტონ, ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე.

ჩვენ ვაჩვენებთ და ვამტკიცებთ, რომ მუდმივად მზად ვართ სიახლეებისთვის და ბრძოლისთვის და ჩვენ ბრძოლის ყველაზე დემოკრატიული ტაქტიკა ავირჩიეთ,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები