ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უსამსახუროდ დარჩენილი ამერიკელებისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი არ დაუჭირა.
კონგრესის გადაწყვეტილებით, თითოეულ უმუშევარ ადამიანს კომპენსაციის სახით თვეში 600 აშშ დოლარი უნდა მიეღო. დონალდ ტრამპის განცხადებით კი, ეს თანხა საკმარისი არ არის და თითოეულმა მოქალაქემ კომპენსაციის სახით 2000 აშშ დოლარი უნდა მიიღოს.
45-ე პრეზიდენტის განცხადება ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა. მისი მტკიცებით, ამ ოდენობის თანხა ქვეყნის ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში სამსახურის გარეშე 14 მილიონზე მეტი ამერიკელი დარჩა.