29 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
ხანძრის შემდეგ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში პირველი საშობაო ლიტურღია ჩატარდა - ქრისტიანული სამყაროს ნაწილი მაცხოვრის დაბადებას ზეიმობს 

დღეს ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი მაცხოვრის დაბადებას, შობის დღესასწაულს ზეიმობს. პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების, კომენდანტის საათისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით წელს ამ მოვლენას არ ახლდა პომპეზურობა.

ლიტურგია თითქმის ყველა დიდ ტაძარში მხოლოდ კამერული შემადგენლობის მგალობელთა გუნდისა და 100 -მდე მრევლის თანდასწრებით გაიმართა. ასეთი იყო საღვთო მსახურება ვატიკანშიც, რომელიც ტრადიციისამებრ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ხანძრის შემდეგ პირველი საშობაო ლიტურგია გაიმართა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში. წელს, როგორც ყველა ქრისტიანული ტაძარი მსოფლიოში, ნოტერდამიც შობას მრევლის გარეშე შეხვდა, ტაძრის ჯერ კიდევ ავარიული მდგომარეობის გამო ქორისტების გუნდს სპეციალური დამცავი ჩაფხუტების გაკეთება მოუწიათ. შობის დღესასწაული პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში მოცარტისა და შიუბერტის მუსიკის ფონზე დადგა.

დღის ამბები