29 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ნიკა მელია, თუ ლევან ვარშალომიძე - ონლაინარჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში" დასრულებულია

კენჭისყრა შეწყდა - არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში" დასრულებულია.  კენჭისყრაში პარტიის 20 ათასზე მეტი მხარდამჭერი მონაწილეობდა. წინასწარი მონაცემებით, მათ არჩევანი ნიკა მელიას სასარგებლოდ გააკეთეს.

ხმის დათვლის შემდეგ, რაც სავარაუდოდ დღესვე მოხდება, უნდა გაირკვეს: ვინ აირჩია სააკაშვილის პარტიამ, ნებით გადამდგარი გრიგოლ ვაშაძის პოსტზე.

ნიკა მელია თუ ლევან ვარშალომიძე - ელექტრონული კენჭისყრაში მხოლოდ ეს ორი კანდიდატი მონაწილეობდა. გამარჯვებულს პარტიის ყრილობა დაამტკიცებს, რომელიც კვირას ჩატარდება. 

"ჯერ კიდევ ასეულობით ადამიანი ელოდება დადასტურებას ადმინებისგან, რომ მათ შეძლონ ხმის მიცემა. რა თქმა უნდა, ყველა ეს ადამიანი შეძლებს და არ შეუქმნის ადმინისტრატორი პრობლემას იმაზე, რომ სწრაფად დაემატოს ჯგუფში და გამოხატოს თავისი არჩევანი. დაველოდოთ წინასწარ მონაცემებს და შემდგომ უკვე ზუსტ ციფრებს. მე ვერ ვიქნები ჟვანია, რომელიც აყალბებს მონაცემებს და მცდარ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით,“ - ამბობს ნინო კვიტაიშვილი.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ზალიკო უდუმაშვილი ამბობს,რომ მსგავსი ფორმატით თავმჯდომარის არჩევის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა იყო, რომელსაც გუნდის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

" ნებისმიერ მხარდამჭერს შეეძლო რომ მონაწილეობა მიეღო ამ არჩევნებში. ეს არის ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივაა, რომ ასეთი ფართო ჩართულობა ყოფილიყო. ჩვენ  მოვიწონეთ და მივიღეთ. ზოგადად მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის არის მომხრე ღიაობის და საჯაროობის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული როგორც პარტიულ ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკაში,“ - აცხადებს ზალიკო უდუმაშვილი.

 



დღის ამბები