29 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
სასწრაფოდ უნდა დასრულდეს რაგბის კავშირში ეს დროებითი მმართველობა, რომელსაც უკან მივყავართ - გოჩა სვანიძე

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის, გოჩა სვანიძის განცხადებით, რაგბის კავშირმა ახალი ხელმძღვანელობა სასწრაფოდ უნდა აირჩიოს.

მისივე თქმით, დროებითი მმართველი, რაც არ უნდა კარგი იყოს ის, გრძელვადიანი გეგმების დასახვას ვერ შეძლებს. 

"ეს შერიგება თუ შედგა ჩვენ შორის, სადაც ბაჩოსთან დაპირისპირებული არავინ არ ყოფილა, მე ვფიქრობ, რომ ყველას უნდა უხაროდეს. შერიგება შედგა რის ფონზე - სასწრაფოდ უნდა დასრულდეს ეს დროებითი მმართველობა, რომელსაც უკან მივყავართ არა იმიტომ, რომ დროებითი მმართველი არის ცუდი, არამედ იმიტომ, რომ დროებითი მმართველობის პერიოდში შეუძლებელია რაგბის კავშირის ხანგრძლივი, გრძელვადიანი გეგმების დასახვა, რომლის ახლა გაკეთებაც აუცილებელია, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გვიახლოვდება, გვიახლოვდება და ვადაც კი გადასცდა იმისი, რომ ხანგრძლივი პარტნიორული ურთიერთობები გაფორმდეს რიგ კომპანიებთან, რიგ სპონსორებთან და ა.შ. რასაც დროებითი მმართველობის პერიოდში ვერ შეძლებს ვერავინ, რაც გინდა კარგი მმართველიც იყოს. მე პრეტენზია არ გამაჩნია არავისთან, მაგრამ რაგბის კავშირს უნდა ჰყავდეს ახალი არჩეული ხელმძღვანელობა,"-განაცხადა გოჩა სვანიძემ. 

შეგახსენებთ, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები სხვადასხვა მიზეზით რამდენჯერმე გადაიდო. უკანასკნელი დადგენილებით, არჩევნები 30 დეკემბერს უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი - ბაჩო ხურციძე, ირაკლი აბუსერიძე და გოჩა სვანიძე, იბრძვის.

დღის ამბები