29 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება, რომ საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ დავებში საქართველომ წარმატებას მიაღწიოს - ნიკოლოზ სამხარაძე

რეზოლუციის პროექტი უკვე დამტკიცებულია. მას "ქართული ოცნების" 81-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და პროექტს არ ჰყოლია არც ერთი მოწინააღმდეგე.

რეზოლუციის პროექტი 16 პუნქტს მოიცავს და როგორც "ქართული ოცნების" დეპუტატები ამბობენ, მასში მომდევნო 4 წლის განმავლობაში საგარეო მიმართულებით მთავარ პრიორიტეტებზეა ყურადღება გამახვილებული.

განსაკუთრებული ყურადღება კი ქვეყნის დეოკუპაციაზეა გათვლილი, როგორ უნდა ებრძოლოს ქვეყანამ მშვიდობიანი გზებით ოკუპაციას. ამ მიმართულებით როგორც "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, დაემატა საერთაშორისო დავები რუსეთის წინააღმდეგ, ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დასახელდა და როგორც "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, ეს დავები გაგრძელდება იქამდე, სანამ საქართველო მისთვის სასურველ შედეგს არ მიიღებს. პრიორიტეტებში ერთ-ერთი მთავარი არის NATO-ში და ევროკავშირში ინტეგრაცია.

"განსაკუთრებით ყურადღება არის გამახვილებული ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, და ამ პროცესში საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებაზე, ასევე ჩვენი ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციაზე და ევროკავშირში გაწევრიანებაზე.

საქართველო გააგრძელებს პრინციპულ პოლიტიკას რუსეთთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება იმაში, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, უკან გაიწვიოს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, და გაიყვანოს საკუთარი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. რაც შეეხება დავებს, როგორც იცით, სახელმწიფოთა შორის დავებს აწარმოებს საქართველო სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, სადაც იხილება საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის საკითხი რუსეთის მიერ და ასევე რუსეთის მიერ დანაშაულების ჩადენის საკითხი, შესაბამისად ჩვენი ხელისუფლება იქნება მაქსიმალურად მოწოდებული იმისათვის, რომ ამ დავებში საქართველომ მიაღწიოს წარმატებას და ჩვენი მოქალაქეების უფლებები, რომელიც დაარღვია რუსეთმა," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დღის ამბები