29 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
იძულებითი ქორწინების მიზნით გატაცებული მოსწავლე - სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ მოზარდი სახლში დააბრუნეს

იძულებითი ქორწინებისთვის გატაცებული სკოლის მოსწავლე ახლა უკვე საკუთარ სახლშია. 16 წლის გოგონა ნების საწინააღმდეგოდ ნაადრევად ქორწინების საფრთხის წინაშე 3 დღის წინ დადგა.

არასრულწლოვანი 21 წლის ბიჭმა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. სამდღიანი გაუჩინარების შემდეგ მამამ ქალიშვილი დღეს, პირველად პოლიციის განყოფილებაში ნახა. 

16 წლის გოგონას გატაცების საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა 21 წლის ბიჭის ოჯახი შემთხვევას დანაშაულად არ თვლის.

საქართველოს ბავშვობის ასაკში ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს აღმოსავლეთ ევროპაში.

დღის ამბები