29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
კორონავირუსის ახალი შტამი - მეცნიერები COVID-19-ის მუტაციის სავარაუდო მიზეზს ასახელებენ

კორონავირუსის ახალი შტამი - არის ვარაუდი, რომ ადამიანის ზეგავლენამ და მკურნალობის დროს გამოყენებულმა პრეპარატებმა კორონავირუსის მუტაცია დააჩქარა.ეპიდემიოლოგთან ნაწილი ფიქრობს, რომ სწორედ ეს ფაქტორი იწვევს ახალი შტამების გაჩენას.

უკვე ფაქტია, რომ ახალი სახეობა მეტად გადამდებია და ბევრად სწრაფად ვრცელდება განსაკუთრებით კი, არასრულწლოვნებში.

ვირუსი ადაპტირუბული ხდება როგორც პრეპარატების, ასევე ორგანიზმის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთს საზღვრები ჩაუკეტა 40-ზე მეტმა ქვეყანამ და შეჩერებულია ავიამომოსვლებიც, ყოველ წუთს ვრცელდება ინფორმაცია ქვეყანაში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ.

სამხრეთ აფრიკული შტამი, ბრიტანეთიდან უკვე შევიდა გერმანიაშიც. ის ლონდონიდან ბადენ-ბადენში ჩასულ ქალს დაუდასტურდა.

არსებობს პოზიტიური სიახლეც: ავსტრალიელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის იმუნურ სისტემას ინფექციის გადატანიდან რვა თვის შემდეგაც შეუძლია კორონავირუსს ძლიერი პასუხი გასცეს.

დღის ამბები