29 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
N501Y - კორონავირუსის ახალ შტამის გენეტიკურ კოდში 23 ცვლილებაა, აქედან უმეტესობამ შესაძლოა შეცვალოს ვირუსის ქცევა

მუტაცია N501Y. კორონავირუსის მეორე ახალი შტამი, რომელიც წინას ჰგავს, თუმცა შესაძლოა კიდევ უფრო გადამდები იყოს. ბრიტანეთში ის ამჯერად სამხრეთ აფრიკიდან შეიტანეს.

ორივე შტამი, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ცირკულირებს ერთმანეთის მსგავსია თუმცა, თუცა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვითარდებიან.

მეცნიერები ვარაუდობენ სამხრეთ აფრიკული ვარიანტი კიდევ უფრო გადამდებია.

ფაქტია, რომ ის ბევრად სწრაფად ვრცელდება, განსაკუთრებით კი, არასრულწლოვნებში.​ ვირუსი ადაპტირებული ხდება როგორც პრეპარატების ასევე ორგანიზმისთვის.

ახალ შტამის გენეტიკურ კოდში 23 ცვლილებაა. აქედან უმეტესობამ შესაძლოა შეცვალოს ვირუსის ქცევა.

ვირუსის ახალი მუტაციის გამო, ბრიტანეთთან ავიამიმოსვლა შეაჩერა ჩინეთმაც, მანამდე საზღვრები ჩაკეტეს საფრანგეთმა, გერმანიამ, ბელგიამ, თურქეთმა და კანადამ.

მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთს საზღვრები ჩაუკეტა 40-ზე მეტმა ქვეყანამ და შეჩერებულია ავიამომოსვლები, ყოველ წუთს ვრცელდება ინფორმაცია ახალი შტამის სხვადსხვა ქვეყანაში აღმოჩენის შესახებ, მათ შორისაა სინგაპური, მალაიზია, მანამდე კი დანია და ავსტრალია.

დღის ამბები