29 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენას გამართავს

24-დან 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია USAID- ის პროექტი Zrda საქართველოში მხარდაჭერით, სავაჭრო გალერეა "მერანში" მართავს საახალწლო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვას. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შექმნილი მაღალი ხარისხის საახალწლო დეკორაციები!

გამოფენა- გაყიდვის მიზანია ტრადიციული ხელობების ტექნიკის პოპულარიზაცია და ფართო საზოგადოებაში ოსტატების ცნობადობის ამაღლება, კოვიდ-19 პანდემიის პირობებში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა და რეგიონებში მოღვაწე არტიზანების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება! 

დღის ამბები