29 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
გავრცელებული ინფორმაციით, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე თანამდებობიდან გადააყენეს

გავრცელებული ინფორმაციით, "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ელენე ნიჟარაძე თანამდებობიდან გადააყენეს. ნიჟარაძეს უფლებამოსილება სამეურვეო საბჭომ შეუჩერა.

არასმთავრობო ორგანიზაციაში, ამ თემასთან დაკავშირებით, მეტ დეტალზე არაფერს ამბობენ  და აცხადებენ, რომ ამის შესახებ ხვალ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ. შესაბამისად, ხვალ გახდება ცნობილი, უკავშირდება თუ არა ნიჟარაძის გათავისუფლება პოლიტიკურ სკანდალს, რომელიც ამ ორგანიზაციის მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგებს ეხება.

დღის ამბები