29 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
რუსული ვაქცინა გამორიცხულია რომ საქართველომ განიხილოს, ამას არც ვუშვებ - ბიძინა კულუმბეგოვი

უნდა განიხილოს თუ არა საქართველომ კორონავირუსის რუსული ვაქცინის შემოტანა. ამ თემასთან დაკავშირებით "დღის კურიერის" ეთერში ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ რუსულ ვაქცინაზე სწორება არ უნდა გააკეთოს:

"მე ასე მიმაჩნია, რომ რუსული ვაქცინა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, არ ვგულისხმობ ტექნოლოგიას, ტექნოლოგიით პირველი ფაზის ეფექტით, როგორც ჟურნალმა "ლანცეტმა" გამოაქვეყნა, ის საკმაოდ კარგად მუშაობს. მაგრამ აქ მთავარია ვაქცინის უსაფრთხოება. რუსეთი არის სახელმწიფო, სადაც ამ ტიპის ტექნოლოგიური კვლევები არ კეთდება ან თუ კეთდება, მიიჩქმალება და ნებისმიერი თანხის საფასურად შეიძლება გაამართლონ ის, რაც გაუმართლებელია. სამოქალაქო ზედამხედველობა არ არსებობს ამ სახელმწიფოს არცერთ სფეროზე და არც მეცნიერებაზე. რუსული ვაქცინა გამორიცხულია, რომ საქართველომ განიხილოს, ამას არც ვუშვებ. იქნება კოვაქსის პლატფორმაზე, მოიხმაროს ვლადიმირ პუტინის მეგობარმა ვიქტორ ორბანმა თავის მოსახლეობასთან თურქეთმა და ასე შემდგომ, ჩვენმა სახელმწიფომ რუსულ ვაქცინაზე სწორება არ უნდა გააკეთოს," - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

დღის ამბები