29 ნოემბერი 2024,   02:53
ვრცლად
დღემდე კორონავირუსის ახალი შტამის 1108 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელსაც ე.წ 23 მუტაცია აქვს დაგროვილი - მამუკა მაჩაიძე

ჰოპკინსის უნივერსიტეტის დოქტორისა და ინფექციონისტის მამუკა მაჩაიძის განცხადებით, დღემდე კორონავირუსის ახალი შტამის 1108 შემთხვევა დაფიქსირდა.

"1108 კორონავირუსის ახალი შტამია დადგენილი, თუმცა რეალური რიცხვის დადგენა რთულია. როდესაც გაშიფრეს ახალი შტამი, აღმოჩნდა, რომ მას დაგროვებული აქვს ე.წ 23 მუტაცია. მათგან ერთ-ერთი აღმოჩნდა ისეთი, რომელიც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს ვირუსის გადაცემაზე და დაახლოებით, 70%-ით გადაცემადია. ეს მეცნიერულად ჯერ ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა ზუსტად ვიცით, რომ უფრო მარტივად გადაეცემა, ვიდრე წინა შტამი. 

არსებობს 2 მთავარი კითხვა, რომელზეც ჯერ ზუსტი პასუხი არ გვაქვს - იქნება თუ არა, საკმარისად შეცვლილი ბიოლოგიური მახასიათებლებით, რომ მან გვერდი აუაროს არსებულ იმუნურ პასუხს და რამდენად ეფექტური იქნება ამ შემთხვევაში ვაქცინა. 

აქტიური კვლევა მიდის ახალ შტამებზე და როგორც აღმოჩნდა, ის შტატებშიც ცირკულირებს," - აღნიშნა მამუკა მაჩაიძემ. 

დღის ამბები