29 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
32 წლის მამაკაცი, რომელიც მეუღლის მკვლელობაშია ბრალდებული დანაშაულს აღიარებს

32 წლის მალხაზ მხეიძე, რომელიც მეუღლის მკვლელობაშია ბრალდებული სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის საკუთარ სახლთან ახლოს იმალებოდა. როგორც ცნობილი ხდება, ამ დროისთვის ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

შემთხვევა სამტრედიაში, იმერეთის ქუჩაზე მოხდა. გარდაცვლილი ქალის ცხედარი ოჯახმა ზესტაფონში, მშობლიურ სოფელ ძირულაში გადაასვენეს.

შეგახსენებთ, სამტრედიაში მეუღლის მიერ მოკლული ელიზა კალანდაძის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. მათი თქმით, სიძემ მათ დას დანით ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილზე მიატოვა. გარდაცვლილის ცხედარი კი მაზლმა დილით იპოვა.

დღის ამბები