თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში ცოლის ძმამ სიძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მოკლული რუსთავიდან კახეთში ცოლთან შესარიგებლად ჩავიდა, მის ძმასთან ურთიერთშელაპარაკება კი მკვლელობით დასრულდა. მკვლელობაში ბრალდებულის მამა "კურიერთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ მისმა შვილმა ყოფილ სიძეს ჭრილობა სანადირო თოფით მიაყენა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარი დანაშაულიდან მალევე, სოფელ ფშაველში დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.