29 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
ჩვენ დარწმუნებული ვართ იმ პრინციპების სისწორეში, რომელზეც ეს კანონპროექტი დგას- შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი დარწმუნებულია იმ კანონპროექტების პრინციპების სისწორეში, რომელიც ვენეციის კომისიასა და ეუთო/ოდირს გადაეგზავნება.

მისივე თქმით, "ოცნება" სწორედ ამ ორი ობიექტური ორგანიზაციის დასკვნის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 

"რაც შეეხება გაგზავნას - ორ ორგანიზაციაში ვაგზავნით: ერთი არის ვენეციის კომისია, მეორეა ოდირი. მოგეხსენებათ, რომ ორივე ორგანიზაცია ამ საკითხებში არის ობიექტური. ჩვენ, მათ შორის, იქიდან გამომდინარე, რომ ოპოზიცია არ არის პარლამენტში, რომ ვიპაექროთ ამ საკითხებზე, და, ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ თავად არაფერს იჯერებენ ჩვენი ოპონენტები, აგერ არიან ობიექტური დამკვირვებლები და ობიექტური ორგანიზაციები. ჩვენ დარწმუნებული ვართ იმ პრინციპებში, რომელზეც ეს კანონპროექტი დგას, ამ პრინციპების სისწორეში, ამიტომაც ვაგზავნით და დაველოდებით მათ პასუხს,"-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს უგზავნის იმ კანონპროექტებს, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.

დღის ამბები