ახალი დეტალები სოფელ ფშაველში მომხდარი მკვლელობის საქმეში. დაკავებულის მამა თამაზ ბაბისაშვილი დეტალებს "კურიერთნ" იხსენებს და ყვება, რომ ყოფილ სიძეს არ იცნობდა, მასთან ურთიერთობა არ ჰქონდა, თუმცა შვილისგან იცოდა, რომ მეუღლესთან შერიგება აღარ სურდა. ქალი ძმასთან ცხოვრობდა, სადაც ყოფილი მეუღლე ეტაპობრივად აკითხავდა. დაკავებული თომა ბაბისაშვილის მამა არ გამორიცხავს, რომ დღავანდელი სისხლიანი დაპირისპირებაც ამ მიზეზით მოხდა.
"მიმალავდა ყველაფერს ჩემი შვილი, არ უნდოდა რამე შარში გავეხვიე და თვითონ დააბოლოვა ყველაფერი. რუსთავიდან ჩამოსულა, ალბათ თავის ცოლის წაყვანა უნდოდა და ამან არ შეუშვა ეზოში. დაპირისპირება იქნებოდა, ერთხელ უსვრია, მე არ ვიყავი აქ, ეზოს კარებში მოხდა ყველაფერი. სხვისი იარაღი იყო, ნათხოვარი ჰქონდა. რისთვის ჩამოვიდა საერთოდ, დაღუპა ჩემი შვილი,"-უთხრა "კურიერს" მკვლელობაში ბრალდებულის მამამ.
შეგასხენებთ, ცეცხლსასროლი იარაღით 38 წლის მამაკაცი მოკლეს. წინასწარი ინფორმაციით, 24 წლის ახალგაზრდამ სიძეს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ის ადგილზევე დაიღუპა. დაკავებულია მოკლულის ცოლის ძმა