29 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
ამგვარი ტაქტიკის არჩევა მოლაპარაკების მაგიდას ააყირავებს - ლევან იოსელიანი "ოცნების" ინიცირებულ კანონპროექტებზე

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონპროექტები, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება, ოპოზიციაზე წნეხს ემსახურება.

იოსელიანი მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში "ოცნებას" უკან დახევა მოუწევს. 

"ყველასთვის ცნობილია, რომ დაფინანსებისთვის უარის თქმის ნაწილში ჩვენს პარტიას ეს საკითხი არ ეხება, რადგან დაფინანსების აღებაზე თავიდანვე გვაქვს ნათქვამი უარი.

ზოგადად, მიმაჩნია, რომ ოპოზიციონერ კოლეგებზე ხელისუფლების მხრიდან ამგვარი წნეხი არ არის სწორი. სად გადააგზავნიან არ ვიცი, თუმცა, მგონია, რომ საბოლოო ჯამში, ამ ნაწილში "ქართულ ოცნებას" მოუწევს უკან დახევა, იმიტომ, რომ მოლაპარაკების დროს ასეთი ტაქტიკის არჩევა არ არის სწორი, რადგან ეს საბოლოო ჯამში მიდის იქამდე, რომ აყირავდება მოლაპარაკების მაგიდა,"- განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნება" ვენეციის კომისიას და ეუთო/ოდირს უგზავნის იმ კანონპროექტებს, რომლებიც პარტიების დაფინანსების წესს და საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმებას ეხება.

დღის ამბები