29 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
პოლიციამ "გალფის" ავტოგასამართი სადგურის დაყაჩების ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ო.ტ., ყაჩაღობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით ინფორმააციით, დაკავებული მიმდინარე წლის 22 დეკემბერს, თბილისში, თავს დაესხა "გალფის" ავტოგასამართ სადგურს და ოპერატორს იარაღის მუქარით 100 ლარი გასტაცა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობაში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - "RETAY XR"-ის მოდელის ხმოვანი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

უწყების ცნობით, დაკავებულმა აღიარა, რომ 2020 წლის 16 დეკემბერს ასევე თავს დაესხა იოანე პეტრიწის ქუჩაზე მდებარე მაღაზია "იოლის" ფილიალს, ცივი იარაღის მუქარით მაღაზიის სალაროდან 200 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.

ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები