29 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ევროპის სახალხო პარტია მმართველ გუნდს მოუწოდებს, დიალოგს დაუბრუნდეს და გამოსავალი მოძებნოს

ევროპის სახალხო პარტია "ქართული ოცნების" მიერ მიღებულ კანონპროექტს ეხმიანება, რომელიც პარტიების საარჩევნო რეგისტრაციისა და დაფინანსების შეჩერებას ეხება. ევროპის სახალხო პარტია მმართველ გუნდს მოუწოდებს, ოპოზიციური პარტიების შეზღუდვის ნაცვლად, დიალოგს დაუბრუნდეს და გამოსავალი მოძებნოს .

"ევროპის სახალხო პარტია ღრმად არის შეშფოთებული საქართველოს მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ინიციატივით, რომელიც მიმართულია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის ერთი მესამედი.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს სვლა ევროკავშირის მიერ აღიარებული ღირებულებებისკენ და ნაცვლად იმისა, რომ შეზღუდოს ოპოზიციის დემოკრატიული უფლება, დაუბრუნდეს კონსტრუქციულ დიალოგს, მოძებნოს კომპრომისული გამოსავალი, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს სარგებელს მოუტანს," - წერია ევროპის სახალხო პარტიის განცხადებაში .

დღის ამბები