29 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
ახალი პოლიტიკური სკანდალი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის - აშშ რუსეთში საკონსულოებს აუქმებს

ახალი პოლიტიკური სკანდალი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის. ბაიდენის ოფიციალურად გაპრეზიდენტებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცნობილი ხდება, რომ აშშ რუსეთში საკონსულოებს აუქმებს. რჩება მხოლოდ მოსკოვში მოქმედი საელჩო.

პრესა გადაწყვეტილების მიზეზად შტატების ოფიციალურ უწყებებზე კიბერთავდასხმებს ასახელებს. ამერიკულ სააგენტოებსა და კომპანიებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა, რაზეც მაიკ პომპეო პასუხისმგებლობას კრემლს აკისრებს. სამიზნე აღმოჩნდა ისეთი სტრატეგიული ობიექტები, როგორიც არის სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის და შიდა უსაფრთხოების სამსახური.

კიბერშეტევაში კონკრეტულ დამნაშავეს კრემლი არ ასახელებს, მაგრამ ხელისუფლების პირველი პირები რუსეთის კვალს კატეგორიულად უარყოფენ. ოფიციალური ვაშინგტონის განცხადებებს კი მოსკოვში ანტირუსულ პროპაგანდად აფასებენ.

დღის ამბები