29 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
მეხუთე რაუნდის მოლოდინში - მოვლენების განვითარების რა სცენარს განიხილავს ოპოზიცია

მოვლენების განვითარების რა სცენარს განიხილავს ოპოზიცია, რომელიც მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის მოლოდინშია.

კოლეგა პარტიებს, რომელთა მხრიდანაც, ბოლო პერიოდში ტერმინი "რევოლუცია" ისმის, დავით ბერძენიშვილი პასუხობს. "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი კოლეგებს რევოლუციის პოზიტიურ კონტექსტში მოხსენიებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ოპოზიციური სპექტრის ნაწილი რევოლუციურ გეგმებს ემიჯნება, რაიმე სახის ძალადობრივი ქმედებით ხელისუფლების სათავეში მოსვლის წინააღმდეგია ოპოზიციის მეორე ნაწილიც. მათი ინტერპრეტაციით, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა რევოლუციაში პროცესების მშვიდობიანი პროტესტის გზით წარმართვა და ვადამდელი არჩევნებზე მმართველი პარტიის დათანხმება იგულისხმა. პოლიტიკურ ძალებში ამბობენ, რომ ნებისმიერი კონსტიტუციური გზა საერთო ოპოზიციური მიზნის მისაღწევად მისაღებია.

რევოლუცია და რევანში ოპონენტების ერთადერთი მიზანია - ასე აფასებენ მმართველი პარტიის წევრები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებას. "ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" და მისი მოკავშირეების მთავარი მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის ფონის შექმნაა. რაც "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის კონსენსუსის მიღწევას საფრთხეს უქმნის.

დღის ამბები